Friday, October 15, 2010

დავალება 2. სასწავლო კურსი: მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები

ციკლური ალგორითმები
შეადგინეთ ბლოკ-სქემა შემდეგი ამოცანების მიხედვით:
1. a-დან b-მდე რიცხვების ჯამი და ნამრავლი;
2. იპოვეთ 20-დან 40-მდე ყველა ლუწი რიცხვის ჯამი;
3. 1-დან 100-მდე ყველა 3-ის ჯერადი რიცხვის ჯამი და რაოდენობა;
4. y=x2+5 ფუნქციის მნიშვნელობები 1-დან 10-მდე 0.5-ის ბიჯით.

Tuesday, October 5, 2010

დავალება. სასწავლო კურსი_მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები

წარმოადგინეთ ბლოკ-სქემის სახით:
ა) ორ, a და b რიცხვს შორის მინიმალური მნიშვნელობის პოვნის ალგორითმი;
ბ) a, b და C რიცხვებს შორის მაქსიმალური მნიშვნელობის პოვნის ალგორითმი;
გ) ავტომობილის სიჩქარის პოვნის ალგორითმი. თუ სიჩქარე გადაჭარბებს 120-ს გამოვიდეს შეტყობინება: შეანელეთ სიჩქარე;
დ) სამი a,b,c რიცხვის საშუალოს პოვნის ალგორითმი იმ პირობით, თუ სამივე რიცხვი დადებითია.

Saturday, May 22, 2010

სცადეთ ასეთი პროგრამული კოდების შედგენა

1. იპოვეთ y=8x2+7 ფუნქციის მნიშვნელობები (-1;-4) შუალედში 1-ის ბიჯით.
ა) გამოიყენეთ for ოპერატორი; ბ) გამოიყენეთ while ოპერატორი;
2. მოცემულია a(10) მასივი. ამ მასივის ყველა ელემენტის მნიშვნელობა აიყვანეთ კვადრატში;
3. მოცემულია სტუდენტთა ლექციაზე დასწრების 2 დღის მაჩვენებლები. იპოვეთ
ბოლო ლექციააზე დასწრების საშუალო მნიშვნელობა, თუ პირველ დღეს ჩატარდა 5 ლექცია, ხოლო მეორე დღეს 4.

Wednesday, May 12, 2010

დავალება_მასივის გამოყენებით

შეეცადეთ დაწეროთ შემდეგი ამოცანის პროგრამული კოდი:
მოცემულია კვირის განმავლობაში სტუდენტთა ლექციაზე დასწრების შედეგები. არსებული მონაცემების მიხედვით იპოვეთ: ა) სტუდენტთა საშუალო დასწრების რიცხვითი მნიშვნელობა;
ბ) იყო თუ არა შემთხვევა, როცა მთელი ჯგუფი არ გამოცხადდა ლექციაზე;
გ)დასწრების მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობა.

Friday, April 30, 2010

დავალება _ ამოცანები ციკლის ოპერატორის გამოყენებით

while ოპერატორის გამოყენებით იპოვეთ:
1. a-დან b-მდე რიცხვების ჯამი და ნამრავლი;
2. იპოვეთ 20-დან 40-მდე ყველა ლუწი რიცხვის ჯამი;
3. 1-დან 100-მდე ყველა 3-ის ჯერადი რიცხვის ჯამი და რაოდენობა;
4. y=x2+5 ფუნქციის მნიშვნელობები 1-დან 10-მდე 0.5-ის ბიჯით.

Monday, April 12, 2010

მოემზადეთ რეიტინგისათვის

სცადეთ ასეთი პროგრამული კოდების დაწერა:

1. მოცემულია ორი a და b მთელი რიცხვი. უზრუნველყავით ამ რიცხვების შეტანა და იპოვეთ თიტოეული რიცხვის კვადრატული მნიშვნელობა და გამოიტანეთ ეკრანზე;
2. შეიტანეთ ნებისმიერი მთელი რიცხვი დაადგინეთ ეს რიცხვი ლუწია თუ კენტი;
3. მოცემულია მართკუთხედის გვერდები a და b. p კლავიშზე დაჭერის შემთხვევაში გამოიტანეთ ამ მართკუთხედის პერიმეტრი, ხოლო s კლავიშზე დაჭერის შემთხვევაში - ფართობი.

Tuesday, March 23, 2010

If კონსტრუქცია

ოპერატორის ფორმატი:
if (პირობა) {გამოსახულებები;} else
{გამოსახულებები;}

პირობა შეიძლება ჩაიწეროს შემდეგი სახით:

Sunday, March 21, 2010

შენიშვნა

პროგრამაში არ ჩანს სათავო ფაილები: iostream da stdlib. ასევე ბოლო სტრიქონზე cout<<-ში გასწვრივ უნდა იყოს მითითებული გამოსატანი გამოთვლილი მნიშვნელობა n/b. გთხოვთ გაითვალისწინოთ.

Wednesday, March 17, 2010

რა უნდა ვიცოდეთ სწავლის დაწყებიდან დღემდე...

მოგესალმებით ჩემს მკითხველებს. სწავლის დაწყებიდან ორი კვირა გავიდა. ჩვენ უკვე უნდა შეგვეძლოს პირველი პროგრამის დაწერა. უნდა ვიცნობდეთ მონაცემთა ტიპებს და რამდენიმე ოპერატორს: მინიჭება, შეტანა და გამოტანა. ეხლა შემოგთავაზებთ პატარა პროგრამას:
#include
#include
using namespace std;
int main(int argc, char *argv[])
{int n;
float b;
cout<<"input n=";
cin>>n;
cout<<"input b=";
cin>>b;
cout< system("PAUSE");
return EXIT_SUCCESS;
}
გაუშვით ეს პროგრამა კომპილაციაზე და შესრულებაზე. დააკვირდით მიღებულ შედეგს.
შემდეგ b ცვლადი აღწერეთ, როგორც int. გაუშვით ისევ კომპილაციაზე და შესრულებაზე. დააკვირდით მიღებულ შედეგს. ახსენით განსხვავება და გაითვალისწინეთ გამოტანილი დასკვნა.

Friday, March 12, 2010

ჩამოტვირთეთ რედაქტორი

ეს არის ბმული, საიდანაც თქვენ შეძლებთ ჩამოტვირთოთ C++-ის რედაქტორი http://www.bloodshed.net/dev/devcpp.html

მოკლედ C++-ის შესახებ

ვიდეო-გაკვეთილები