Friday, November 25, 2011

მასივი_ამოცანები

დაწერეთ შემდეგი ამოცანების პროგრამული კოდები:

1. იპოვეთ მასივის მაქსიმალური ელემენტი და მისი რიგითი ნომერი (ინდექსი);
2. მოცემულია 10 ელემენტიანი მასივი, მასივის დადებითი ელემენტები გადაწერეთ ახალ მასივში
3. მასივში ყოველი უარყოფითი ელემენტი ჩაანაცვლეთ 0-ით

Monday, January 24, 2011

კიდევ რამდენიმე სავარჯიშო

1. მოცემულია ნატურალური რიცხვი. დაადგინეთ მარტივია თუ არა ეს რიცხვი?
2. მოცემულია რიცხვების თანმიმდევრობა. დათვალეთ ამ მიმდევრობაში რამდენჯერ შეიცვალა რიცხვების ნიშანი.
3. მოცემულია მასივი. იპოვეთ რამდენი მეზობელი ერთმანეთის ტოლი რიცხვი არსებობს?
4. მოცემულია მატრიცა. იპოვეთ მინიმალური ელემენტი და მისი მდებარეობა. თუ ასეთი რიცხვი რამდენიმეა, მაშინ გამოიტანეთ ყველა ამ რიცხვის მდებარეობა (სტრიქონისა და სვეტის ნომერი)

Monday, January 17, 2011

შეეცადეთ დაწეროთ შემდეგი ამოცანების ალგორითმები:

1) მოცემულია კვირის განმავლობაში სტუდენტთა ლექციაზე დასწრების შედეგები. არსებული მონაცემების მიხედვით იპოვეთ: ა) სტუდენტთა საშუალო დასწრების რიცხვითი მნიშვნელობა;
ბ) იყო თუ არა შემთხვევა, როცა მთელი ჯგუფი არ გამოცხადდა ლექციაზე;
გ)დასწრების მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობა.

2) იპოვეთ y=8x2+7 ფუნქციის მნიშვნელობები (-1;-4) შუალედში 1-ის ბიჯით.

2. მოცემულია a(10) მასივი. ამ მასივის ყველა ელემენტის მნიშვნელობა აიყვანეთ კვადრატში;
3. მოცემულია სტუდენტთა ლექციაზე დასწრების 2 დღის მაჩვენებლები. იპოვეთ
ბოლო ლექციააზე დასწრების საშუალო მნიშვნელობა, თუ პირველ დღეს ჩატარდა 5 ლექცია, ხოლო მეორე დღეს 4.

4. ავტომობილის სიჩქარის პოვნის ალგორითმი. თუ სიჩქარე გადაჭარბებს 120-ს გამოვიდეს შეტყობინება: შეანელეთ სიჩქარე;
5. სამი a,b,c რიცხვის საშუალოს პოვნის ალგორითმი იმ პირობით, თუ სამივე რიცხვი დადებითია.

Friday, October 15, 2010

დავალება 2. სასწავლო კურსი: მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები

ციკლური ალგორითმები
შეადგინეთ ბლოკ-სქემა შემდეგი ამოცანების მიხედვით:
1. a-დან b-მდე რიცხვების ჯამი და ნამრავლი;
2. იპოვეთ 20-დან 40-მდე ყველა ლუწი რიცხვის ჯამი;
3. 1-დან 100-მდე ყველა 3-ის ჯერადი რიცხვის ჯამი და რაოდენობა;
4. y=x2+5 ფუნქციის მნიშვნელობები 1-დან 10-მდე 0.5-ის ბიჯით.

Tuesday, October 5, 2010

დავალება. სასწავლო კურსი_მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები

წარმოადგინეთ ბლოკ-სქემის სახით:
ა) ორ, a და b რიცხვს შორის მინიმალური მნიშვნელობის პოვნის ალგორითმი;
ბ) a, b და C რიცხვებს შორის მაქსიმალური მნიშვნელობის პოვნის ალგორითმი;
გ) ავტომობილის სიჩქარის პოვნის ალგორითმი. თუ სიჩქარე გადაჭარბებს 120-ს გამოვიდეს შეტყობინება: შეანელეთ სიჩქარე;
დ) სამი a,b,c რიცხვის საშუალოს პოვნის ალგორითმი იმ პირობით, თუ სამივე რიცხვი დადებითია.

Saturday, May 22, 2010

სცადეთ ასეთი პროგრამული კოდების შედგენა

1. იპოვეთ y=8x2+7 ფუნქციის მნიშვნელობები (-1;-4) შუალედში 1-ის ბიჯით.
ა) გამოიყენეთ for ოპერატორი; ბ) გამოიყენეთ while ოპერატორი;
2. მოცემულია a(10) მასივი. ამ მასივის ყველა ელემენტის მნიშვნელობა აიყვანეთ კვადრატში;
3. მოცემულია სტუდენტთა ლექციაზე დასწრების 2 დღის მაჩვენებლები. იპოვეთ
ბოლო ლექციააზე დასწრების საშუალო მნიშვნელობა, თუ პირველ დღეს ჩატარდა 5 ლექცია, ხოლო მეორე დღეს 4.

Wednesday, May 12, 2010

დავალება_მასივის გამოყენებით

შეეცადეთ დაწეროთ შემდეგი ამოცანის პროგრამული კოდი:
მოცემულია კვირის განმავლობაში სტუდენტთა ლექციაზე დასწრების შედეგები. არსებული მონაცემების მიხედვით იპოვეთ: ა) სტუდენტთა საშუალო დასწრების რიცხვითი მნიშვნელობა;
ბ) იყო თუ არა შემთხვევა, როცა მთელი ჯგუფი არ გამოცხადდა ლექციაზე;
გ)დასწრების მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობა.

მოკლედ C++-ის შესახებ

ვიდეო-გაკვეთილები